
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსების დღიდან უდიდესი როლი აქვს ქვეყნის განათლების განვითარებაში, ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ ხარისხიანი განათლება და ასევე განვითარება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნულზე მეტყველებს უნივერსიტეტის თანამშრომლობა საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. როდესაც დადგა დრო, მიმეღო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუ რომელი უნივერსიტეტი ამერჩია, რა თქმა უნდა, […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წელს ჩავირიცხე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობა: ფილოლოგია (დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა: ფსიქოლოგია). აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ზრდიდა და ზრდის შესანიშნავ სტუდენტებს. ასევე უნივერსიტეტი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე მოთხოვნებს, რათა მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, შესაბამისი პროფესიული სტანდარტის, შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე […]

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველზე დიდი ისტორიისა და გამორჩეული პროფესიონალიზმის მქონე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ და მხოლოდ ერთი წელი, ბაკალავრიატის მეოთხე კურსზე ვისწავლე, ჩემთვის ეს უნივერსიტეტი არის პროფესიული განათლების მიღების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც დაგხვდებათ მაღალპროფესიონალიზმის მქონე ლექტორ-მასწავლებლები, რომლებიც მიმართულნი არიან სტუდენტების განვითარებასა და ცოდნის ამაღლებისკენ. გარდა ამისა, უნივერსიტეტში არის ჰარმონიული გარემო, სადაც […]

2014 წელს დავამთავრე გეგუთის #1 საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩავირიცხე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა. სასწავლებლად ავირჩიე ჩვენივე ქალაქში არსებული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე მას ვანდე ჩემი სამომავლო მიზნების განვითარება და ცოდნის გაღრმავება. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბევრ პროექტსა თუ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, მოცემულ პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი ხელმძღვანელობის მხრიდან დიდ მხარდაჭერას. […]

2014 წლის სექტემბერში სწავლა დავიწყე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე იმ მიზნით, რომ გავმხდარიყავი წარმატებული ადამიანი, მიმეღო ღირსეული ცოდნა და დავუფლებოდი ჩემთვის სასურველ პროფესიას. პროფესიად „ქართული ენა და ლიტერატურა“ ჩემი სახელმწიფო ენის დიდი სიყვარულის გამო ავირჩიე, თუმცა ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თითქმის ერთი საუკუნეა ფუნქციონირებს და დღემდე მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს სტუდენტებს. სამართლის სპეციალობაზე სწავლა ჩემი მიზანი იყო მეცხრე კლასიდან, სხვა უნივერსიტეტი განათლების მისაღებად არ განმიხილავს, ვინაიდან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით და კვალიფიციური ლექტორებით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შესაძლებლობა მომცა […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვთავაზობს მაღალი სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს. გამოცდილი, კვალიფიკაციური, პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის ცდილობს უზრუნველყოს სტუდენტთა წარმატებული სწავლება. 2008 წელს დავასრულე ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა მუსიკალური ხელოვნების სპეციალობით. აღნიშნული პროგრამა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. აქ ჩემს ხელმძღვანელ ასოც .პროფ. ირინე სარუხანოვასთან ერთად ვიმუშავე ორი მიმართულებით. ეს იყო ლიტერატურულ–მუსიკალური ძიებანი, რამაც ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა. […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შევარჩიე: მშობლების, ნათესავების და მეგობრების რეკომენდაცით და სახლთან სიახლოვის გამო. ასევე, შემეძლო შემესწავლა სასურველი პროფესია უფასოდ. პროფესიას რაც შეეხება: ისტორიით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული და ჩემი პროფესიაც სწორედ ისტორიას დავუკავშირე. 2017 წელს გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაზე, საქართველოს ისტორიის მიმართულებით. ამჟამად დასაქმებული ვარ ჩემი პროფესიით. ვასწავლი ისტორიას სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ […]

2020 წელს დავასრულე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ინგლისური ენისა და ლიტერატურის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა. ბაკალავრიატის დასრულებისთანავე ჩავირიცხე „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დავასრულე წარჩინებით. 2021-2022 სასწავლო წელს გავიარე პედაგოგიური ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მოდული: ინგლისური ენა-დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური). ამჟამად, დასაქმებული ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში ენების კურსების სპეციალისტის პოზიციაზე […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წელს ჩავირიცხე ბიზნეს, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (მიმართულება: მასობრივი კომუნიკაციები; ჟურნალისტიკა). ჩემი მთავარი მოტივაცია, თუ რატომ ავირჩიე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო ის, რომ უპირველესად მიყვარდა ქალაქი ქუთაისი, იმერეთი, ასევე ვიცოდი, რომ აწსუ საუკეთესო უნივერსიტეტი იყო, რომელიც დიდ ცოდნას და გამოცდილებას მომცემდა, არც შევმცდარვარ. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე […]

როდესაც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ავირჩიე, ჩემი გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე დაყრდნობით იყო მიღებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნივერსიტეტის მრავალწლიანი გამოცდილება და აკადემიური რეპუტაცია იყო, რაც ყოველთვის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას. ასევე მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტში არსებული აკადემიური გარემო და აქ მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმი. უნივერსიტეტი მუდმივად ავითარებს სწავლების ახალ მეთოდებს, რაც ხელს უწყობს როგორც თეორიული, ასევე პრაკტიკული ცოდნის […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წელს პედაგოგიურ ფაკულტეტზე, დაწყებითი განათლების სპეციალობაზე ჩავირიცხე, რომელიც 2017 წელს დავამთავრე. ასევე დავასრულე ამავე უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები : „საბიბლიოთეკო საქმე“ (2016-2018 წლებში) და „საოფისე საქმე“ (2019-2021) წლებში. განათლების მისაღებად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ვიცოდი, ეს უნივერსიტეტი მომცემდა შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც სამომავლოდ პროფესიულ განვითარებაში გამომადგებოდა. […]