news
ფარსმან ფორჩხიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აბიტურიენტობისას ავირჩიე იმიტომ, რომ მას ჩემთვის საინტერესო და სასურველ სპეციალობაზე შესანიშნავი აკადემიური პერსონალი ჰყავდა, ამას ემატებოდა ის დადებითი ატმოსფერო, რომლის შესახებაც ჩემი მეგობრებისგან არაერთხელ გამეგო, ამ და სხვა კიდევ ძალიან ბევრმა მიზეზმა საბოლოოდ განაპირობა ჩემი არჩევანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. საკუთარი პროფესიის არჩევის მრავალ მიზეზთა შორის უპირველესი ისტორიის სიყვარული იყო, სწორედ […]

თარიღი მაისი 11, 2023
დეტალურად
news
თეკლე სირაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე 2018 წელს , გამოყენებითი დიზაინის ფაკულტეტზე და დავამთავრე 2023 წელს. უნივერსიტეტი ავირჩიე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემს ქალაქში ყველაზე პრესტიჟულია, ასევე, ჩემი არჩევანი განაპირობა იმ ფაკულტეტის საქმიანობამ და მიღწევებმა, რომელსაც ვირჩევდი. პროფესიის არჩევანი განაპირობა ჩემმა ინტერესმა  მოდის, ხატვის და ზოგადად, ხელოვნების მიმართ. ყოველთვის მომწონდა ტანსაცმლის ესკიზების, გრაფიკული გამოსახულებების ნახვა. მიყვარდა […]

თარიღი მაისი 10, 2023
დეტალურად
news
თეონა ჭიღლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჩემი ოჯახის ტრადიციაა. 1980-1994 წლებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უნივერსიტეტს პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსი ჰქონდა, ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის დეკანი იყო ჩემი ბაბუა, ბებოს ძმა, როსტომ ზაბახიძე. წერეთლის უნივერსიტეტში მიიღო განათლება დედამ, მამამ და მამიდამ… შესაბამისად, ბავშვობიდან ერთგული მსმენელი ვარ აწსუსთან დაკავშირებული მრავალი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ისტორიიის. ასე რომ, ჯერ კიდევ სკოლის […]

თარიღი მაისი 3, 2023
დეტალურად
news
ნინო ობოლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ უნივერსიტეტს ჰყავს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ პიროვნულ მახასიათებლებზე, რომელთა გამოც სტუდენტები და პროფესორები წარმატებით თანამშრომლობენ. უნივერსიტეტს, ასევე აქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მდიდარი ბიბლიოთეკა, რაც სწავლას უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, წიგნების კითხვა, ბავშვებთან […]

თარიღი მაისი 2, 2023
დეტალურად
news
სალომე გუმბერიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის   კურსდამთავრებული

სწორი პროფესიული არჩევანი  ნიშნავს  საკუთარი თავის  შეცნობასა და პოვნას, რომელიც მნიშვნელოვანია  არა მარტო კარიერული წინსვლისა და  განვითარებისთვის,  არამედ პიროვნული სრულყოფისთვისაც. ადამიანის პროფესიული ორიენტაცია,   შესაძლოა არაერთმა ფაქტორმა განაპირობოს. ჩემთვის კი უმთავრესი ამ თვალსაზრისით   ჩემი დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, აღმოჩნდა,  რომელიც ამავდროუად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამ-თავრებულია. პროფესია მასწავლებელი ნიშნავს შესაძლებლობას განათლების გზით გახადო სამყარო […]

თარიღი მაისი 1, 2023
დეტალურად
news
საბა ნერგაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

თავდაპირველად, სანამ არჩევანს გავაკეთებდი, თუ სად მიმეღო უმაღლესი განათლება, ჩავატარე კვლევა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მის მიღწევებსა და წარმატებაზე, მხარდაჭერაზე, რომელსაც უწევს სტუდენტებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე უმეტესწილად გავლენა იქონია უნივერსიტეტის ლექტორებმა და კათედრის ხელმძღვანელებმა, რომელთაც სურთ შექმნან გარემო სტუდენტთათვის, რომელიც ხელსაყრელი იქნება ხარისხიანი განათლებისთვის. სკოლის პერიოდშივე გამიჩნდა ინტერესი აგროინჟინერიის  მიმართ. ამასთნ ერთად, გასათვალისწინებელია  საქართველოს შესაძლებლობა სოფლის […]

თარიღი აპრილი 27, 2023
დეტალურად
news
დავით კაკაურიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

დავიბადე ქალაქ ტყიბულში, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე აკადემიური განათლების მიღება, ავირჩიე ქალაქი ქუთაისი  და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის ისტორია, მისი ფასეულობები და განათლების დონე , სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური ფასეულობები, 2014 წელს გადავწყვიტე, ჩამებარებინა ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრებისეული კრედო კულტურათა გაცნობა, შესწავლა და ძიებაა, აქედან გამომდინარე,  ვფიქრობდი, თუ რა იყო […]

თარიღი აპრილი 26, 2023
დეტალურად
news
ნინო ფართლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე 2009 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე , ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და დღემდე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. 2013 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, ლინგვისტიკის მიმართულებით, რომელიც დავასრულე 2015 წელს და მომენიჭა ლინგვისტიკის მაგისტრის ხარისხი. 2021 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში, თეორიული ენათმეცნიერების მიმართულებით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უდიდესი ისტორია […]

თარიღი აპრილი 21, 2023
დეტალურად
news
მარეხი ნიკოლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის შესახებ ბევრი მსმენოდა, მაგრამ აბიტურიენტობისას დავინტერესდი, მეტი გამეგო. ამ უნივერსიტეტმა ქვეყანას და ქალაქს ბევრი სახელოვანი ადამიანი აღუზარდა. ასევე, გავეცანი უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებსა და შესაძლებლობებს, ამიტომაც არჩევანი შევაჩერე ჩემს უნივერსიტეტზე. სურვილი მოქნდა სწავლა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით გამეგრძელებინა და ქალბატონი მადონა მეგრელიშვილის სახელი და გავლენაც იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ვიცოდი, რომ […]

თარიღი აპრილი 21, 2023
დეტალურად
news
უშანგი ფხაკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

1981 წელს ჩავირიცხე ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ქიმიურ ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დავასრულე 1989 წელს და მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 2006-2007 წლებში ვსწავლობდი აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა განათლების მაგისტრის ხარისხი ზოგადი და უმაღლესი განათლების მეთოდისტის კვალიფიკაციით. 2009-2010 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში […]

თარიღი აპრილი 20, 2023
დეტალურად
news
კონსტანტინე ზაუტაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე 2017 წელს გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომლის ბაკალავრის ხარისხიც მივიღე 2022 წელს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნულ სპეციალობაზე ჩარიცხვის რეკომენდაცია მივიღე უცხო ენის პედაგოგისაგან, რომელმაც მკაფიოდ ჩამომითვალა პროგრამაზე მოხვედრის პრიორიტეტები. დაფიქრების შედეგად, ეს ნაბიჯი გონივრულად მომეჩვენა და შედეგმაც გაამართლა. ბავშვობიდან მქონდა უცხო ენების შესწავლისაკენ მიდრეკილება. რადგანაც ინგლისურ ენას დამაკმაყოფილებელ […]

თარიღი აპრილი 18, 2023
დეტალურად
news
მარიამ იოსავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე სწავლა გავაგრძელე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ის არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , ევროპულ მოდელზე დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი სასწავლო ცენტრი, რომელშიც მიმდინარეობს ინოვაციური სწავლება, წარმატებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ეს და კიდევ ბევრი საინტერესო  ფაქტი შანსს მაძლევდა გამეტარებინა დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება და წარმატებული ნაბიჯები გადამედგა პროფესიულ საქმიანობაში. სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. […]

თარიღი აპრილი 12, 2023
დეტალურად