news
ქეთევან კუბლაშვილი – აწსუ-ს კურსდამთავრებული

ქეთევან კუბლაშვილი – უფროსი ლიდერი მასწავლებელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. “2011 წელს სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს დავასრულე პედაგოგიური ფაკუკტეტის საბაკალავრო პროგრამა. 2018 წელს კი მივიღე განთლების მეცნიერებების მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა და მოვიპოვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 2014 წელს მუშაობა დავიწყე შპს […]

თარიღი თებერვალი 23, 2022
დეტალურად
news
სალომე მიქაძე – აწსუ-ს კურსდამთავრებული

სალომე მიქაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. “ზოგადად, ხარისხიანი განათლება კონკურენტუნარიან საზოგადოებას ქმნის და ინტელექტუალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახდენს. მე უნივერსიტეტის საშუალებით შევიძინე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და ახლა ჩემი პროფესიით, ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ შპს „ბლექ სი ჯორჯია“_ში. ვფიქრობ, ადამიანმა პროფესია უნდა აირჩიოს არა ტენდენციებით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა მხრივ […]

თარიღი თებერვალი 15, 2022
დეტალურად
news
დიმიტრი ბუტრიმ – აწსუ-ს კურსდამთავრებული

დიმიტრი ბუტრიმ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული. “ამჟამად ვმუშაობ შპს „ელით კონსტრაქშენ“-ში ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად, რომელიც წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ერთ ერთი უმსხვილესი სამშენებლო-საგზაო კომპანიის შპს „ინდიკო“-ს შვილობილ ორგანიზაციას. ჩემს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების ტენდერების მომზადება, მთელი სამუშაო პროცესის მართვა, პროექტების კონტროლი და სხვა საჭირო დოკუმენტებთან მუშაობა. ერთ […]

თარიღი თებერვალი 14, 2022
დეტალურად
news
ნიკა ჩაჩავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ნიკა ჩაჩავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ახლა კერძო გადამზიდ კომპანია „ფორმაგ ჯორჯია“-ში ვმუშაობ, სადაც ჩემი პასუხისმგებლობაა კონტეინერების იმპორტ-ექსპორტი და ტვირთების მიღება-გაგზავნასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების მართვა. ასევე, ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქ. ფოთის კორპუსში IT მენეჯერის პოზიციაზე. უნივერსიტეტში სწავლის დროს პროფესიის მიღებასთან ერთად უკეთ გავაცნობიერე ჩემი ქალაქის, ფოთის ფუნქცია და […]

თარიღი იანვარი 10, 2022
დეტალურად
news
მირიან ჯანგველაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული

პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. ფაქტობრივად, გამოცდილების გარეშე გიწევს აირჩიო საქმე, რომლის კეთება ყოველ დღე მოგიწევს. პროფესიაზე ფიქრისას ძალიან ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო: მოგწონს თუ არა ეს საქმე, რამდენად გაუმკლავდები მას, შემოსავლიანია თუ არა… მე ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით და ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვებზე შევაჩერე. ჩემი პროფესია იმ ადგილთანაა დაკავშირებული, […]

თარიღი დეკემბერი 13, 2021
დეტალურად
news
ირაკლი ვაჩიბერაძე აწსუ-ს კურსდამთავრებული

ირაკლი ვაჩიბერაძე – ჟურნალისტი ერთ წელზე მეტია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი ვარ. 16 ქალაქი და 500 მეტი სოფელი – ეს ის არეალია, რომელიც ჩემს ბიუროში შედის. სწორედ ამ პერიმეტრის მონიტორიგნი მევალება ყოველდღიურად. ვმუშაობ არხზე, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს პირველი მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში და მაყურებელს დროული და გადამოწმებული ინფორმაცია სხვაზე ადრე […]

თარიღი იანვარი 26, 2021
დეტალურად
news
ბექა ძოწენიძე – აწსუ-ს კურსდამთავრებული

ბექა ძოწენიძე – სამართალმცოდნე “2018 წელს მოვიპოვე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის – ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალში. ამავე წელს ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ექსპერტ-შემფასებლის ორწლიან, დუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2020 წლის შემოდგომიდან ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი საჯარო სამართალში და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კურსანტი. სხვადასხვა წლებში ვსწავლობდი […]

თარიღი იანვარი 12, 2021
დეტალურად
news
მარიკა ვაჭარაძე – აწსუ-ს კურსდამთავრებული

 – პროფესიით ჟურნალისტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული; მარიკა ახლა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელობს; ამასთან, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის კოორდინატორია იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში; ასევე, ფერმერ ქალთა ასოციაციის კოორდინატორი იმერეთის რეგიონში და რეგიონალური ინიციატვების ცენტრი „ნათელი მომავალი“ დამფუძნებელი; “ჩემთვის 90-იან წლების ნათელი წერტილი უნივერსიტეტი იყო. მიუხედავად გაყინული აუდიტორიებისა და […]

თარიღი იანვარი 11, 2021
დეტალურად
news
ანა შალიკიანი – აწსუ-ს კურსდამთავრებული

ანა შალიკიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი საჯარო სამართალში ამჟამად, ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას ბავშვთა ლიტერატურულ კლუბში “წიგნების თაობა“ და ასევე, ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში. ამასთან, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი. ადრე ვფიქრობდი, რომ მიუხედავად იმ ცოდნისა და ხედვებისა, რაც სამართლებრივმა ლიტერატურამ […]

თარიღი დეკემბერი 24, 2020
დეტალურად
news
ვახტანგი კაჩუხაშვილი აწსუ-ს კურსდამთავრებული

ვახტანგი კაჩუხაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი – ჟურნალისტიკა. ჩემი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე სულ ვიცოდი, რომ ძალიან სოციალური პროფესია უნდა მქონოდა. შესაბამისად, სწორედ ჟურნალისტიკაში დავინახე ადამიანებთან ინტერაქციის შესაძლებლობა, რაც მე მჭირდებოდა. უნივერსიტეტში სწავლამ საკმაოდ ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში, შემაძენინა მეგობრები და ლექტორები, რომლებმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე. ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები […]

თარიღი დეკემბერი 2, 2020
დეტალურად
news
ნოდარ მაღლაფერიძე – აწსუ-ს კურსდამთვრებული

ნოდარ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი. „ახლა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, სახელმწიფო პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე ვმუშაობ. ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ. სტუდენტებს საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ბიო ეთიკასა და ჰოსპიტალურ მენეჯმენტს ვასწავლი. უნივერსიტეტში სწავლა ძალიან კარგად მახსენდება. ეს იყო, საინტერესო და სახალისო ექვსწლიანი მოგზაურობა, რომლის დროსაც, […]

თარიღი აპრილი 6, 2020
დეტალურად
news
ლაშა ბერეკაშვილი – აწსუ-სკურსდამთავრებული

ლაშა ბერეკაშვილი – გიდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია-ტურიზმის სპეციალობაზე ვსწავლობდი. პროფესიული არჩევანი მშობლების რჩევით გავაკეთე და მოგვიანებით, განათლების მიღების პროცესში გავაცნობიერე, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. სწავლა საინტერესო განსაკუთრებით მე-2 კურსიდან გახდა, როცა უკვე პრაქტიკებზე დავიწყე სიარული. კარვებით ვმოგზაურობდით საქართველოს სხვადასხვა მხარეში და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ცოდნას ვიღებდი. მთელი საქართველო სწორედ ამ გზით, სტუდენტობის დროს […]

თარიღი მარტი 31, 2020
დეტალურად