
პაპუნა ჩიქოვანი – ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგი. „ჩემი ინტერესი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მიმართ ბავშვობიდან მოდის. მამა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წლების მანძილზე მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხნის გენერალურ დირექტორად, სადაც ამზადებდნენ სხვადასხვა ხილის კონცენტრატს ევროპაში გასატანად. ამის დამსახურებით საკმაოდ კარგი აპარატურა გვქონდა სახლში და ალკოჰოლური სასმელების მიმართ ჩემი ინტერესი, ალბათ მამის ფაქტორმა და იმ […]

ვარლამ მინდელი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების მაგისტრი კომპიუტერულ მეცნიერებებში. ამჟამად, დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. “ფიზიკა -მათემატიკური სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიის მისაღებად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯში სწავლა ერთდროულად გავაგრძელე. იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი სასწავლებლები უფრო თეორიულ ცოდნას გვთავაზობენ, პროფესიული კოლეჯები კი პრაქტიკულ გამოცდილებას, გადავწყვიტე ორივე გზა გამომეყენებინა კვალიფიციური პროფესიული განათლების […]

ირაკლი ვაჩიბერაძე – ჟურნალისტი ერთ წელზე მეტია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი ვარ. 16 ქალაქი და 500 მეტი სოფელი – ეს ის არეალია, რომელიც ჩემს ბიუროში შედის. სწორედ ამ პერიმეტრის მონიტორიგნი მევალება ყოველდღიურად. ვმუშაობ არხზე, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს პირველი მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში და მაყურებელს დროული და გადამოწმებული ინფორმაცია სხვაზე ადრე […]

– საბავშვო ლიტერატურული კლუბის “წიგნების თაობა” დამფუძნებელი. „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2014 წლებში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. უნივერსიტეტში მოხვედრა ჩემი შრომის შედეგი, სტიმული და მოტივაცია, აბიტურიენტობის შესანიშნავი ნაყოფი იყო. ამავდროულად, ლტოლვა უფრო მეტი შედეგისთვის, ჩვენ ხომ საკუთარი ზრდისთვის ვსწავლობთ, სწორედ ეს მადა აღმიძრა უნივერსიტეტმა, მომცა მუხტი, რომ დამოუკიდებლად ჩემი სურვილების მბრძანებელი ვყოფილიყავი. არ აქვს მნიშვნელობა რა […]

ანა ბურკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული. „2020 წელს მივიღე მაგისტრის აკადემიური ხარისხი, განათლების მეცნიერებებსა და მართვაში. 2019 წელს დავიწყე მუშაობა შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში, სადაც ახლაც ვმუშაობ და ვარ დაწყებითი კლასების პედაგოგი. ჩემი პროფესიის მიმართ ინტერესი ბავშობიდანვე მქონდა და უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიღრმავდა. სტუდენტობამ ძალიან მრავალფეროვანი […]


ტატა გულუა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი ანგლისტიკაში. „ახლა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებელი ვარ და პარალელურად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ვსწავლობ. უცხო ენების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. სწორედ ენებისადმი დიდმა სიყვარულმა განაპირობა უნივერსიტეტში ინგლისური ენის ფილოლოგიის შესწავლა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე უცხო ენების ცენტრში […]

ქეთევან კუბლაშვილი – უფროსი ლიდერი მასწავლებელი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. “2011 წელს სახელმწიფო დაფინანსებით ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2014 წელს დავასრულე პედაგოგიური ფაკუკტეტის საბაკალავრო პროგრამა. 2018 წელს კი მივიღე განთლების მეცნიერებების მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს ჩავაბარე მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა და მოვიპოვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, 2014 წელს მუშაობა დავიწყე შპს […]

სალომე მიქაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. “ზოგადად, ხარისხიანი განათლება კონკურენტუნარიან საზოგადოებას ქმნის და ინტელექტუალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახდენს. მე უნივერსიტეტის საშუალებით შევიძინე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და ახლა ჩემი პროფესიით, ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ შპს „ბლექ სი ჯორჯია“_ში. ვფიქრობ, ადამიანმა პროფესია უნდა აირჩიოს არა ტენდენციებით, არამედ იმის მიხედვით, თუ რა მხრივ […]

დიმიტრი ბუტრიმ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებული. “ამჟამად ვმუშაობ შპს „ელით კონსტრაქშენ“-ში ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად, რომელიც წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ერთ ერთი უმსხვილესი სამშენებლო-საგზაო კომპანიის შპს „ინდიკო“-ს შვილობილ ორგანიზაციას. ჩემს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების ტენდერების მომზადება, მთელი სამუშაო პროცესის მართვა, პროექტების კონტროლი და სხვა საჭირო დოკუმენტებთან მუშაობა. ერთ […]

ნიკა ჩაჩავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო სატრანსპორტო ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ახლა კერძო გადამზიდ კომპანია „ფორმაგ ჯორჯია“-ში ვმუშაობ, სადაც ჩემი პასუხისმგებლობაა კონტეინერების იმპორტ-ექსპორტი და ტვირთების მიღება-გაგზავნასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების მართვა. ასევე, ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქ. ფოთის კორპუსში IT მენეჯერის პოზიციაზე. უნივერსიტეტში სწავლის დროს პროფესიის მიღებასთან ერთად უკეთ გავაცნობიერე ჩემი ქალაქის, ფოთის ფუნქცია და […]

პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საკითხია. ფაქტობრივად, გამოცდილების გარეშე გიწევს აირჩიო საქმე, რომლის კეთება ყოველ დღე მოგიწევს. პროფესიაზე ფიქრისას ძალიან ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო: მოგწონს თუ არა ეს საქმე, რამდენად გაუმკლავდები მას, შემოსავლიანია თუ არა… მე ყველა ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით და ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვებზე შევაჩერე. ჩემი პროფესია იმ ადგილთანაა დაკავშირებული, […]