news
ნინო ფართლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე 2009 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე , ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და დღემდე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. 2013 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, ლინგვისტიკის მიმართულებით, რომელიც დავასრულე 2015 წელს და მომენიჭა ლინგვისტიკის მაგისტრის ხარისხი. 2021 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში, თეორიული ენათმეცნიერების მიმართულებით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უდიდესი ისტორია […]

თარიღი აპრილი 21, 2023
დეტალურად
news
მარეხი ნიკოლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის შესახებ ბევრი მსმენოდა, მაგრამ აბიტურიენტობისას დავინტერესდი, მეტი გამეგო. ამ უნივერსიტეტმა ქვეყანას და ქალაქს ბევრი სახელოვანი ადამიანი აღუზარდა. ასევე, გავეცანი უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებსა და შესაძლებლობებს, ამიტომაც არჩევანი შევაჩერე ჩემს უნივერსიტეტზე. სურვილი მოქნდა სწავლა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით გამეგრძელებინა და ქალბატონი მადონა მეგრელიშვილის სახელი და გავლენაც იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ვიცოდი, რომ […]

თარიღი აპრილი 21, 2023
დეტალურად
news
უშანგი ფხაკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

1981 წელს ჩავირიცხე ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ქიმიურ ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დავასრულე 1989 წელს და მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 2006-2007 წლებში ვსწავლობდი აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა განათლების მაგისტრის ხარისხი ზოგადი და უმაღლესი განათლების მეთოდისტის კვალიფიკაციით. 2009-2010 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში […]

თარიღი აპრილი 20, 2023
დეტალურად
news
კონსტანტინე ზაუტაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე 2017 წელს გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომლის ბაკალავრის ხარისხიც მივიღე 2022 წელს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნულ სპეციალობაზე ჩარიცხვის რეკომენდაცია მივიღე უცხო ენის პედაგოგისაგან, რომელმაც მკაფიოდ ჩამომითვალა პროგრამაზე მოხვედრის პრიორიტეტები. დაფიქრების შედეგად, ეს ნაბიჯი გონივრულად მომეჩვენა და შედეგმაც გაამართლა. ბავშვობიდან მქონდა უცხო ენების შესწავლისაკენ მიდრეკილება. რადგანაც ინგლისურ ენას დამაკმაყოფილებელ […]

თარიღი აპრილი 18, 2023
დეტალურად
news
მარიამ იოსავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე სწავლა გავაგრძელე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ის არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , ევროპულ მოდელზე დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი სასწავლო ცენტრი, რომელშიც მიმდინარეობს ინოვაციური სწავლება, წარმატებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ეს და კიდევ ბევრი საინტერესო  ფაქტი შანსს მაძლევდა გამეტარებინა დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება და წარმატებული ნაბიჯები გადამედგა პროფესიულ საქმიანობაში. სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. […]

თარიღი აპრილი 12, 2023
დეტალურად
news
ბადრი დანელია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ის, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდებარეობდა ქალაქ ქუთაისში, იყო პირველი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა უმაღლესი განათლება მიმეღო სწორედ  ამ სასწავლებელში, რადგან მარტვილის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდი და  განათლების ეს კერა ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი იყო . ამასთანავე, ბევრი კარგი რამ მსმენოდა მის შესახებ. თუ რატომ ავირჩიე პროფესიად ქართული ფილოლოგია, ამას თავისებური ახსნა უნდა მოენახოს. ჯერ კიდევ […]

თარიღი აპრილი 10, 2023
დეტალურად
news
ნატო ბერძული – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

უნივერსიტეტის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. ჩემს მშობლიურ გარემოში ეს უნივერსიტეტი ყველაზე მისაღები და საპატიო იყო. რაც შეეხება პროფესიას, მე ვფიქრობ, პროფესიის არჩევა ყველაზე რთული საქმეა. გადაწყვეტილება უნდა მიიღო იქედან გამომდინარე, თუ რა არის შენი მოწოდება. სად ხედავ შენს თავს მომავალში. მეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. აი, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. სამაგისტრო პროგრამის დასრულების […]

თარიღი აპრილი 6, 2023
დეტალურად
news
მახარე კაკულია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლის დაწყება რამდენიმე ფაქტორმა გადამაწყვეტინა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თავისი ტრადიციებითა და ნოვატორობით ერთ-ერთი ლიდერი და სოლიდური საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მუდმივად ისწრაფვის, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა. უნდა ითქვას,რომ ის მუდმივად ზრუნავს მისი სტუდენტების პიროვნულ , პროფესიულ თუ კარიერულ ზრდა-განვითარებაზე. თანამედროვე […]

თარიღი აპრილი 5, 2023
დეტალურად
news
სალომე კუბლაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ადამიანის უფლებათა დაცვა და ადვოკატირება ბავშვობიდანვე ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო, რის გამოც 2015 წელს, სკოლის დასრულების შემდგომ ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობაზე. სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე-მაგისტრატურაში, საჯარო სამართლის მიმართულებით, რომელიც დავასრულე 2021 წელს და მომენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. […]

თარიღი აპრილი 4, 2023
დეტალურად
news
თეონა მაჭავარიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

პროფესიის არჩევა ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია თითოეული ადამიანისათვის. ამ დროს ირჩევ ორიენტირს, რომელმაც უნდა განსაზღვროს შენი მომავალი ცხოვრება. ჩემს მომავალ პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან შევაჩერე. მსურდა, მასწავლებელი გამოვსულიყავი. მიზნის მისაღწევად ხშირად მივმართავდი როლურ თამაშებს, სადაც მე მასწავლებელი ვიყავი, ხოლო მოსწავლეები – ყვავილები, მცენარეები და თოჯინები იყვნენ. სკოლის დასრულების შემდეგ ბავშვურ აღტკინებას ხორცი შევასხი და 2004 წელს ჩავაბარე  […]

თარიღი აპრილი 3, 2023
დეტალურად
news
ნიკოლოზ წულაია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა, სკოლაში საუკეთესო მასწავლებელი მასწავლიდა. მამუკა თვალაძემ ჩამინერგა ისტორიისა და ჩემი ქვეყნის სიყვარული. სამი სპეციალობა მაქვს. პოლიტიკის მეცნიერების ბაკალვრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვიპოვე. შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვიყავი. პარალელურად კერძო სკოლა „სხივში“ სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი. სწავლების პროცესმა და განვითარების სურვილმა მაგისტარტურაზე ჩაბარებისკენ მიბიძგა. აკაკი […]

თარიღი მარტი 31, 2023
დეტალურად
news
თინათინ მილორავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ვფიქრობ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია ისტორიითა და შესაძლებლობებით. ჩემს პროფესიაში ერთდროულად გამოიხატება ქვეყნის სიყვარული და სახელმწიფო ენის სამსახური. მაგსიტრატურა დავასრულე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, ვარ ამ უნივერსიტეტის დოქტორანტი ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით. დასაქმებული ვარ მიღებული განათლების შესაბამისად. ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ვარ მოწვეული […]

თარიღი მარტი 30, 2023
დეტალურად