1981 წელს ჩავირიცხე ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ქიმიურ ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დავასრულე 1989 წელს და მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 2006-2007 წლებში ვსწავლობდი აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა განათლების მაგისტრის ხარისხი ზოგადი და უმაღლესი განათლების მეთოდისტის კვალიფიკაციით. 2009-2010 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე 2017 წელს გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომლის ბაკალავრის ხარისხიც მივიღე 2022 წელს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნულ სპეციალობაზე ჩარიცხვის რეკომენდაცია მივიღე უცხო ენის პედაგოგისაგან, რომელმაც მკაფიოდ ჩამომითვალა პროგრამაზე მოხვედრის პრიორიტეტები. დაფიქრების შედეგად, ეს ნაბიჯი გონივრულად მომეჩვენა და შედეგმაც გაამართლა. ბავშვობიდან მქონდა უცხო ენების შესწავლისაკენ მიდრეკილება. რადგანაც ინგლისურ ენას დამაკმაყოფილებელ […]
ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე სწავლა გავაგრძელე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ის არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , ევროპულ მოდელზე დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი სასწავლო ცენტრი, რომელშიც მიმდინარეობს ინოვაციური სწავლება, წარმატებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ეს და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი შანსს მაძლევდა გამეტარებინა დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება და წარმატებული ნაბიჯები გადამედგა პროფესიულ საქმიანობაში. სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. […]
ის, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდებარეობდა ქალაქ ქუთაისში, იყო პირველი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა უმაღლესი განათლება მიმეღო სწორედ ამ სასწავლებელში, რადგან მარტვილის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდი და განათლების ეს კერა ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი იყო . ამასთანავე, ბევრი კარგი რამ მსმენოდა მის შესახებ. თუ რატომ ავირჩიე პროფესიად ქართული ფილოლოგია, ამას თავისებური ახსნა უნდა მოენახოს. ჯერ კიდევ […]
უნივერსიტეტის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. ჩემს მშობლიურ გარემოში ეს უნივერსიტეტი ყველაზე მისაღები და საპატიო იყო. რაც შეეხება პროფესიას, მე ვფიქრობ, პროფესიის არჩევა ყველაზე რთული საქმეა. გადაწყვეტილება უნდა მიიღო იქედან გამომდინარე, თუ რა არის შენი მოწოდება. სად ხედავ შენს თავს მომავალში. მეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. აი, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. სამაგისტრო პროგრამის დასრულების […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლის დაწყება რამდენიმე ფაქტორმა გადამაწყვეტინა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თავისი ტრადიციებითა და ნოვატორობით ერთ-ერთი ლიდერი და სოლიდური საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მუდმივად ისწრაფვის, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა. უნდა ითქვას,რომ ის მუდმივად ზრუნავს მისი სტუდენტების პიროვნულ , პროფესიულ თუ კარიერულ ზრდა-განვითარებაზე. თანამედროვე […]
ადამიანის უფლებათა დაცვა და ადვოკატირება ბავშვობიდანვე ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო, რის გამოც 2015 წელს, სკოლის დასრულების შემდგომ ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობაზე. სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე-მაგისტრატურაში, საჯარო სამართლის მიმართულებით, რომელიც დავასრულე 2021 წელს და მომენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. […]
პროფესიის არჩევა ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია თითოეული ადამიანისათვის. ამ დროს ირჩევ ორიენტირს, რომელმაც უნდა განსაზღვროს შენი მომავალი ცხოვრება. ჩემს მომავალ პროფესიაზე არჩევანი ბავშვობიდან შევაჩერე. მსურდა, მასწავლებელი გამოვსულიყავი. მიზნის მისაღწევად ხშირად მივმართავდი როლურ თამაშებს, სადაც მე მასწავლებელი ვიყავი, ხოლო მოსწავლეები – ყვავილები, მცენარეები და თოჯინები იყვნენ. სკოლის დასრულების შემდეგ ბავშვურ აღტკინებას ხორცი შევასხი და 2004 წელს ჩავაბარე […]
ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: ისტორია ბავშვობიდან მიყვარდა, სკოლაში საუკეთესო მასწავლებელი მასწავლიდა. მამუკა თვალაძემ ჩამინერგა ისტორიისა და ჩემი ქვეყნის სიყვარული. სამი სპეციალობა მაქვს. პოლიტიკის მეცნიერების ბაკალვრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოვიპოვე. შემდეგ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვიყავი. პარალელურად კერძო სკოლა „სხივში“ სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი. სწავლების პროცესმა და განვითარების სურვილმა მაგისტარტურაზე ჩაბარებისკენ მიბიძგა. აკაკი […]
ვფიქრობ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია ისტორიითა და შესაძლებლობებით. ჩემს პროფესიაში ერთდროულად გამოიხატება ქვეყნის სიყვარული და სახელმწიფო ენის სამსახური. მაგსიტრატურა დავასრულე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, ვარ ამ უნივერსიტეტის დოქტორანტი ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით. დასაქმებული ვარ მიღებული განათლების შესაბამისად. ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ვარ მოწვეული […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და დიდი ტრადიციების მქონე უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. მეორე მხრივ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კერძოდ, ინგლისური ენის დეპარტამენტი გამოირჩევა განსაკუთრებით მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლებით და სტუდენტების მიმართ დიდი მხარდაჭერით. ამ ყოველივეს დასტურია აღნიშნული ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა აკადემიური მიღწევები და წარმატებები, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მეამაყება, რომ ჩემი წარმატება, როგორც პროფესიონალის, სწორედ მათი დამსახურებაა. […]
2017 წელს ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,ბიზნესის,სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კერძოდ, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დავასრულე 2021 წელს. დასრულებისთანავე ჩავაბარე და ამჟამად ვსწავლობ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე იმიტომ, რომ ჩემი ფაკულტეტი და სპეციალობა არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე სხვა უნივერსიტეტებსაც აქტიურად უწევს კონკურენციას. ჰყავს შესანიშნავი ლექტორები და […]