ჩემი ეს არჩევანი – ჩამებარებინა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით, კერძოდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ტრადიციებითა და ნოვატორობით ლიდერი , მოთხოვნადი, წარმატებული უნივერსიტეტი, გამორჩეული პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურობით და სწავლების მაღალი ხარისხით. უნივერსიტეტი, რომელმაც მომცა საშუალება გაზრდის, განვითარების, წინსვლის თუ არა ერთი წარმატების. ჩემს მიერ პროფესიის არჩევა განაპირობა ენებისა და ლიტერატურის მიმართ დიდმა […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააზრებულად ავირჩიე, მიუხედავად იმისა, რომ ვცხოვრობ თეთრიწყაროში და ჩემთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა თბილისში სწავლა, მე მაინც არჩევანი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტზე შევაჩერე, პირადი სურვილის გარდა ეს ნაბიჯი გადამადგმევინა ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციამ. მასწავლებლობა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე პროფესია, ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომლის დასაწყისსაც ჩემს ბავშვობაში ვპოულობ. როცა ჩემი მეხსიერების სიღრმეებს […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მდიდარი წარსულის, საქმიანი აწმყოსი და პროგრესზე ორიენტირებული მომავლის გულწრფელი სინთეზის მიზეზიც არის და – შედეგის მიზეზიც. გადაუჭარბებლად, ისტორიულად უძველესი და სწავლების გამორჩეული ხარისხით საგანმანათლებლო სივრცე, სადაც არაერთი გამოჩენილი ადამიანი სწავლობდა და ასწავლიდა, ასწავლის და სწავლობს… აქედან გამომდინარე, არჩევანი რომ ამ უნივერსიტეტზე შევაჩერე, არც არის გასაკვირი. 2018 წელს მოვიპოვე აკაკი წერეთლის […]
ჩემი არჩევანი, საუნივერსიტეტო განათლება აკაკი წერეთლი სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმეღო, განაპირობა ორმა ფაქტორმა. პირველი, სუბიექტური მიზეზი იყო: ჩემმა ბებია -ბაბუებმა, რომლებიც ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულები იყვნენ ბავშვობიდან დიდი სიყვარული ჩამინერგეს მის მიმართ, თავიანთი სტუდენტური ისტორიებით. ისინი უდიდესი მოწიწებითა და სიყვარულით მოიხსენიებდნენ თავიანთ ლექტორ-მასწავლებლებსა და კურსელებს. ამ ისტორიებში ფიგურირებდნენ ისეთი კორიფეები, როგორიცაა: ნიკო კეცხოველი, აკაკი შანიძე, დიმიტრი უზნაძე, […]
დიდხანს არ მიფიქრია, რომელ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში გავაგრძელებდი სწავლას. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ძალიან ბევრი მსმენოდა მშობლებისაგან, ჩემი უფროსი მეგობრებისაგან… ვიცოდი იმ მდიდარი ტრადიციების შესახებ, რომელიც მას გააჩნდა. აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი იყო, რომელიც არჩევანის გაკეთებისას გავითვალისწინე. სტუდენტობის წლებმა დამარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. სკოლაში სწავლის პერიოდში ძალიან მაინტერესებდა მსოფლიოსა და საქართველოს […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავიდანვე, ძალიან ახლო და მშობლიური იყო ჩემთვის. საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდში, ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი ამავე უნივერსიტეტის ლექტორი გახლდათ. მაღალ კლასებში, ხშირად ვესწრებოდით უნივერსიტეტში განხორციელებულ კონფერენციებს, რამდენიმე მათგანში თავად მივიღეთ მონაწილეობა. ამასთან ერთად, ჩემი და და მეგობრები აქტიური სტუდენტები იყვნენ. აბიტურიენტობის პერიოდში, მოვიხიბლე უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით. ჩემი გადაწყვეტილება გაამყარა […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, პირველ რიგში, მდებარეობიდან გამომდინარე, იგი ახლოს იყო იმ რაიონთან, სადაც ვხოვრობდი და შესაძებელი იყო სახლიდან სიარული უნივერსიტეტში, რომ არა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, უმაღლესში ვერ ჩავაბარებდი. ასევე საზოგადოებაში აღნიშნულ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი სახელი, რამაც დადებითად განმაწყო აბიტურიენტობის პერიოდში. მე გავიზარდე პედაგოგების ოჯახში, დედაც და მამაც პედაგოგები იყვნენ, ასევე ჩემი დაც […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოველთვის ჩვენს უნივერსიტეტად ვთვლიდი. ისტორიულ-კულტურული მახასიათებლით, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნოყიერი ნიადაგი გააჩნია. მსოფლიო მასშტაბით, არსებობენ უნივერსიტეტები, რომელთა სუბსტანციური მნიშვნელობა იმთავითვე განხორციელებულია და ჟამთასვლის ქარტეხილები ვერას დააკლებენ; ასეთ უნივერსიტეტთა რიცხვს განეკუთვნება ჩვენი ძვირფასი უნივერსიტეტი. ჩემი პროფესიის არჩევა გამიზნული არ ყოფილა. ჩემი ცნობიერი ცხოვრების დასაწყისიდან მოყოლებული, ვიდრე სკოლის დამამთავრებელ კლასებამდე, ჩემში […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი სიყვარული დედამ ბავშვობიდანვე ჩამინერგა. ისიც ამ სასწავლებელში სწავლობდა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გერმანული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. ყოველთვის სიყვარულით საუბრობდა აქ გატარებული სტუდენტობის წლებზე. ვფიქრობ, ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა, რომ წლების შემდეგ მეც იგივე უნივერსიტეტი, იგივე ფაკულტეტი, თუმცა სხვა სპეციალობა – ქართული ენა და ლიტერატურა ავირჩიე. აქვე აღვნიშნავ, რომ ასპინძიდან გახლავართ. […]
საბაკალავრო საფეხური დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როდესაც გადავწყვიტე მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამეგრძელებინა. აწსუ დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი ზრუნავდა თითოეული ახალგაზრდისთვის სწავლა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ყოფილიყო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ბევრი მსმენია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე, მათ […]
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი დიდი და წარმატებული უნივერსიტეტი, რომელიც გამორჩეულია პროფესორ-მასწავლებლებითა და სწავლების მაღალი ხარისხით. ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: გამორჩევით მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით კი მშობლიური ენა და ლიტერატურა. ამასთანავე, სკოლის პერიოდში, ვწერდი ჩანახატებს, რაც კიდევ უფრო დამეხმარა ამ პროფესიის საბოლოოდ არჩევაში. 2013 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, ლინგვისტიკის მიმართულებით, […]
დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში, აქ დავასრულე მე-40 საჯარო სკოლა. ბუნებრივია, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან მხიბლავდა თავისი არსით, ისტორიითა და იმიჯით. ჩაბარებისას არც კი განმიხილავს სხვა ალტერნატივა. ჩემთვის დიდი სიხარული იყო წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა და სასურველი პროფესიის დაუფლება. სწორედ იმ წლებმა განაპირობეს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, იქ ავიდგი ფეხი და მივხვდი- ყველაფერი საუკეთესო წინ […]