
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ უნივერსიტეტს ჰყავს მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ პიროვნულ მახასიათებლებზე, რომელთა გამოც სტუდენტები და პროფესორები წარმატებით თანამშრომლობენ. უნივერსიტეტს, ასევე აქვს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მდიდარი ბიბლიოთეკა, რაც სწავლას უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, წიგნების კითხვა, ბავშვებთან […]

სწორი პროფესიული არჩევანი ნიშნავს საკუთარი თავის შეცნობასა და პოვნას, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის, არამედ პიროვნული სრულყოფისთვისაც. ადამიანის პროფესიული ორიენტაცია, შესაძლოა არაერთმა ფაქტორმა განაპირობოს. ჩემთვის კი უმთავრესი ამ თვალსაზრისით ჩემი დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, აღმოჩნდა, რომელიც ამავდროუად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამ-თავრებულია. პროფესია მასწავლებელი ნიშნავს შესაძლებლობას განათლების გზით გახადო სამყარო […]

თავდაპირველად, სანამ არჩევანს გავაკეთებდი, თუ სად მიმეღო უმაღლესი განათლება, ჩავატარე კვლევა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მის მიღწევებსა და წარმატებაზე, მხარდაჭერაზე, რომელსაც უწევს სტუდენტებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე უმეტესწილად გავლენა იქონია უნივერსიტეტის ლექტორებმა და კათედრის ხელმძღვანელებმა, რომელთაც სურთ შექმნან გარემო სტუდენტთათვის, რომელიც ხელსაყრელი იქნება ხარისხიანი განათლებისთვის. სკოლის პერიოდშივე გამიჩნდა ინტერესი აგროინჟინერიის მიმართ. ამასთნ ერთად, გასათვალისწინებელია საქართველოს შესაძლებლობა სოფლის […]

დავიბადე ქალაქ ტყიბულში, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე აკადემიური განათლების მიღება, ავირჩიე ქალაქი ქუთაისი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტის ისტორია, მისი ფასეულობები და განათლების დონე , სამეცნიერო ხარისხი და აკადემიური ფასეულობები, 2014 წელს გადავწყვიტე, ჩამებარებინა ზემოაღნიშნულ უნივერსიტეტში. ჩემი ცხოვრებისეული კრედო კულტურათა გაცნობა, შესწავლა და ძიებაა, აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი, თუ რა იყო […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე 2009 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე , ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და დღემდე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. 2013 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, ლინგვისტიკის მიმართულებით, რომელიც დავასრულე 2015 წელს და მომენიჭა ლინგვისტიკის მაგისტრის ხარისხი. 2021 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში, თეორიული ენათმეცნიერების მიმართულებით. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უდიდესი ისტორია […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის შესახებ ბევრი მსმენოდა, მაგრამ აბიტურიენტობისას დავინტერესდი, მეტი გამეგო. ამ უნივერსიტეტმა ქვეყანას და ქალაქს ბევრი სახელოვანი ადამიანი აღუზარდა. ასევე, გავეცანი უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებსა და შესაძლებლობებს, ამიტომაც არჩევანი შევაჩერე ჩემს უნივერსიტეტზე. სურვილი მოქნდა სწავლა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით გამეგრძელებინა და ქალბატონი მადონა მეგრელიშვილის სახელი და გავლენაც იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ვიცოდი, რომ […]

1981 წელს ჩავირიცხე ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ქიმიურ ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დავასრულე 1989 წელს და მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 2006-2007 წლებში ვსწავლობდი აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა განათლების მაგისტრის ხარისხი ზოგადი და უმაღლესი განათლების მეთოდისტის კვალიფიკაციით. 2009-2010 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე 2017 წელს გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომლის ბაკალავრის ხარისხიც მივიღე 2022 წელს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნულ სპეციალობაზე ჩარიცხვის რეკომენდაცია მივიღე უცხო ენის პედაგოგისაგან, რომელმაც მკაფიოდ ჩამომითვალა პროგრამაზე მოხვედრის პრიორიტეტები. დაფიქრების შედეგად, ეს ნაბიჯი გონივრულად მომეჩვენა და შედეგმაც გაამართლა. ბავშვობიდან მქონდა უცხო ენების შესწავლისაკენ მიდრეკილება. რადგანაც ინგლისურ ენას დამაკმაყოფილებელ […]

ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე სწავლა გავაგრძელე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან ის არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , ევროპულ მოდელზე დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი სასწავლო ცენტრი, რომელშიც მიმდინარეობს ინოვაციური სწავლება, წარმატებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, ეს და კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი შანსს მაძლევდა გამეტარებინა დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება და წარმატებული ნაბიჯები გადამედგა პროფესიულ საქმიანობაში. სწორედ იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი. […]

ის, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდებარეობდა ქალაქ ქუთაისში, იყო პირველი მიზეზი, რამაც გადამაწყვეტინა უმაღლესი განათლება მიმეღო სწორედ ამ სასწავლებელში, რადგან მარტვილის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდი და განათლების ეს კერა ჩემთვის ყველაზე მოსახერხებელი იყო . ამასთანავე, ბევრი კარგი რამ მსმენოდა მის შესახებ. თუ რატომ ავირჩიე პროფესიად ქართული ფილოლოგია, ამას თავისებური ახსნა უნდა მოენახოს. ჯერ კიდევ […]

უნივერსიტეტის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. ჩემს მშობლიურ გარემოში ეს უნივერსიტეტი ყველაზე მისაღები და საპატიო იყო. რაც შეეხება პროფესიას, მე ვფიქრობ, პროფესიის არჩევა ყველაზე რთული საქმეა. გადაწყვეტილება უნდა მიიღო იქედან გამომდინარე, თუ რა არის შენი მოწოდება. სად ხედავ შენს თავს მომავალში. მეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. აი, ამიტომ ავირჩიე ეს პროფესია. სამაგისტრო პროგრამის დასრულების […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება და სწავლის დაწყება რამდენიმე ფაქტორმა გადამაწყვეტინა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თავისი ტრადიციებითა და ნოვატორობით ერთ-ერთი ლიდერი და სოლიდური საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელიც მუდმივად ისწრაფვის, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა. უნდა ითქვას,რომ ის მუდმივად ზრუნავს მისი სტუდენტების პიროვნულ , პროფესიულ თუ კარიერულ ზრდა-განვითარებაზე. თანამედროვე […]