news
ლია თეგეტაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი სიყვარული დედამ ბავშვობიდანვე ჩამინერგა. ისიც ამ სასწავლებელში სწავლობდა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გერმანული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. ყოველთვის სიყვარულით საუბრობდა აქ გატარებული სტუდენტობის წლებზე. ვფიქრობ, ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა, რომ წლების შემდეგ მეც იგივე უნივერსიტეტი, იგივე ფაკულტეტი, თუმცა სხვა სპეციალობა – ქართული ენა და ლიტერატურა ავირჩიე. აქვე აღვნიშნავ, რომ ასპინძიდან გახლავართ. […]

თარიღი მარტი 16, 2023
დეტალურად
news
ანა შვანგირაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

საბაკალავრო საფეხური დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში. როდესაც გადავწყვიტე მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამეგრძელებინა. აწსუ დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი ზრუნავდა თითოეული ახალგაზრდისთვის სწავლა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ყოფილიყო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ბევრი მსმენია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე, მათ […]

თარიღი მარტი 15, 2023
დეტალურად
news
სოფიკო ჭუმბურიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი  დიდი და წარმატებული უნივერსიტეტი, რომელიც გამორჩეულია პროფესორ-მასწავლებლებითა და სწავლების მაღალი ხარისხით. ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: გამორჩევით მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, განსაკუთრებით კი  მშობლიური ენა და ლიტერატურა. ამასთანავე, სკოლის პერიოდში, ვწერდი ჩანახატებს, რაც კიდევ უფრო  დამეხმარა ამ პროფესიის საბოლოოდ არჩევაში. 2013 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, ლინგვისტიკის მიმართულებით, […]

თარიღი მარტი 14, 2023
დეტალურად
news
თეონა რომელაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ქუთაისში, აქ დავასრულე მე-40 საჯარო სკოლა. ბუნებრივია, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან მხიბლავდა თავისი არსით, ისტორიითა და იმიჯით. ჩაბარებისას არც კი განმიხილავს სხვა ალტერნატივა. ჩემთვის დიდი სიხარული იყო წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა და სასურველი პროფესიის დაუფლება. სწორედ იმ წლებმა განაპირობეს ჩემი დღევანდელი მდგომარეობა, იქ ავიდგი ფეხი და მივხვდი- ყველაფერი საუკეთესო წინ […]

თარიღი მარტი 13, 2023
დეტალურად
news
სოფიო მჟავია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ვინაიდან დავამთავრე მე-9 საჯარო სკოლა, რომელიც მდებარეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით, ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე. წინასწარ ვისახავდი მიზნებს, თუ სად უნდა მემუშავა და ვინ უნდა გამოვსულიყავი.  ჩავირიცხე კიდევაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  და სწორედ […]

თარიღი მარტი 13, 2023
დეტალურად
news
მათე ჩაფიჩაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ვინაიდან, დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, შესაბამისად, სწავლის გაგრძელებაც გადავწყვიტე აკაკი წერეთლის უნივერსტიტეტი რომელიც  არის ჩვენი უმაღლესი განათლების ისტორიის მემატიანე. ბავშვობიდან მქონდა სურვილი ადვოკატირება გამეწია ადამიანებისთვის ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა არ შეეძლოთ ვისაც დახმარება ჭირდებოდა რათა მისი ღირსება და თავისუფლება დაცული ყოფილიყო კანონის უზენაესობის პრინციპით. ბაკალავრიატში 4 წლის სწავლის შემდეგ მაგისტრის ხარისხის დაუფლების მიზნით სწავლა განვაგრძე […]

თარიღი მარტი 7, 2023
დეტალურად
news
მირანდა ლომიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

უნივერსიტეტისა და სპეციალობის არჩევანი განაპირობა განათლების ხარისხმა, პროფესორ–მასწავლებელთა აკადემიურობამ და  კვალიფიკაციამ. ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: ბავშვობიდან მხიბლავდა ფრანგული ენის ჟღერადობა, დავამთავრე სპეციალიზირებული სკოლა, სადაც დაწყებითი კლასიდან ისწავლებოდა ფრანგული ენა, მინდოდა მესწავლა და მემოგზაურა საფრანგეთში, ასევე მსურდა ჩემ მიერ დაგროვილი ცოდნა გამეზიარებინა სხვებისთვის. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე უმაღლესი განათლების სამივე საფეხური. ამჟამად დასაქმებული ვარ […]

თარიღი მარტი 7, 2023
დეტალურად
news
თამარ ნინიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემს ოჯახში პედაგოგთა თაობები ამ უნივერსიტეტში აღიზარდნენ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რომ სწავლის გაგრძელება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავწყვიტე. პროფესიას რაც შეეხება, მიყვარს. ვფიქრობ, საქმის სიყვარული არის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა ქართული ენის გრამატიკა და მიტაცებდა მხატვრული ლიტერატურა, პოეზია. ვფიქრობდი, რომ ჩემი შესაძლებლობების რეალიზებისათვის საუკეთესო ადგილი იქნებოდა საგანმანათლებლო დაწესებულება. […]

თარიღი მარტი 6, 2023
დეტალურად
news
თეონა დოლიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა აგრონომია, მოდული აგროეკოლოგიაზე ჩავირიცხე 2016 წელს. 2020 წელს წითელ დიპლომზე დავასრულე სწავლა, ამ ხნის განმავლობაში შეუწყვეტლივ ვღებულობდი სახელმწოფო სტიბენდიას. სწავლის დასრულებისთანავე, 2020 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში აგროეკოლოგიის სპეციალობაზე. წარჩინებით სწავლისთვის მივიღე სწავლის თანხის ერთჯერადად 1000-ით დაფინანსება. 2022 წელს ისევ წარჩინებით დავასრულე სამაგისტრო პროგრამაც. 2022 წელსვე ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორანტურაზე, […]

თარიღი მარტი 6, 2023
დეტალურად
news
მარიამ ნემსაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში არსებული ერთერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 90 წელია სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტზე და ხარისხზე ორიენტირებულ სწავლებას, მაღალაკადემიურ და ადამიანურ ურთიერთობებს. ჩემი არჩევანი განაპირობა უნივერსიტეტის იმ დროინდელმა მზარდმა ცნობადობამ და საინტერესო საერთაშორისო პროგრამებმა, რომლებიც არსებული დროისთვის ბევრად უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, როგორც სტუდენტებისათის ისე აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამების აღმასრულებელი […]

თარიღი მარტი 2, 2023
დეტალურად
news
თამარი ანთია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

მინდა გითხრათ, რომ ქუთაისელი გახლავართ და ჩემი ბავშვობა  უნივერსიტეტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. უნივერსიტეტთან ახლოს,  ტაბიძის ქუჩაზე გავიზარდე,  დეიდასთან, რომლის სახლის ფანჯრები   პირდაპირ უნივერსიტეტს გადაჰყურებს.  ძალიან ხშირად  უნივერსიტეტი ეზოში ვთამაშობდი. ერთხელ, მახსოვს, თამაშისას უნივერსიტეტის კიბებში ჩემი საყვარელი სამაჯური ჩამივარდა და ვეღარ ვიპოვნე, რაც ძალიან განვიცადე.  მერე  თითქმის ყოველდღე ხტუნვა- ხტუნვით ავივლიდი და ჩავივლიდი კიბის საფეხურებს, იმ […]

თარიღი თებერვალი 28, 2023
დეტალურად
news
შორენა ბარბაქაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი ეს არჩევანი – ჩამებარებინა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით, კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თავისი ტრადიციებითა და ნოვატორობით ერთ-ერთი ლიდერი და სოლიდური საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახლავთ საქართველოში, რომელიც მუდმივად ისწრაფვის უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა.ჩვენი უნივერსიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ ის მუდმივად ზრუნავს მისი სტუდენტების პიროვნულ , პროფესიულ […]

თარიღი თებერვალი 28, 2023
დეტალურად