
მინდა გითხრათ, რომ ქუთაისელი გახლავართ და ჩემი ბავშვობა უნივერსიტეტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. უნივერსიტეტთან ახლოს, ტაბიძის ქუჩაზე გავიზარდე, დეიდასთან, რომლის სახლის ფანჯრები პირდაპირ უნივერსიტეტს გადაჰყურებს. ძალიან ხშირად უნივერსიტეტი ეზოში ვთამაშობდი. ერთხელ, მახსოვს, თამაშისას უნივერსიტეტის კიბებში ჩემი საყვარელი სამაჯური ჩამივარდა და ვეღარ ვიპოვნე, რაც ძალიან განვიცადე. მერე თითქმის ყოველდღე ხტუნვა- ხტუნვით ავივლიდი და ჩავივლიდი კიბის საფეხურებს, იმ […]

ჩემი ეს არჩევანი – ჩამებარებინა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით, კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თავისი ტრადიციებითა და ნოვატორობით ერთ-ერთი ლიდერი და სოლიდური საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახლავთ საქართველოში, რომელიც მუდმივად ისწრაფვის უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა.ჩვენი უნივერსიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ ის მუდმივად ზრუნავს მისი სტუდენტების პიროვნულ , პროფესიულ […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეული მემკვიდრეა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, რადგან იგი, ფაქტობრივად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიაღში ჩამოყალიბდა. 1930 წელს გააუქმეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მის ბაზაზე შექმნილი ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებელი იყო სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1933 წელს, როდესაც კვლავ აღდგა 1930 წელს გაუქმებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გამოიტანეს. მას შემდეგ ქუთაისის პედაგოგიური […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია ჩვენს ქალაქში და მთელ დასავლეთ საქართველოს რეგიონში, თავისი მრავალწლიანი ისტორიით. ის სრულად პასუხობდა ჩემს მოთხოვნებს, რომლებიც სასწავლო დაწესებულების მიმართ მქონდა, ბაკალავრიატის პროგრამის შერჩევის დროს. პროფესიის არჩევას რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ექიმობა, სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, შინაგანი მოწოდებაცაა, რომელიც ადამიანს პატარა ასაკიდანვე დაჰყვება. მეც ბავშვობიდან მხოლოდ მედიცინაში წარმომედგინა […]

ჩემი არჩევანი, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებებლში გავაგრძელებდი სწავლას ,თავიდანვე ნათელი იყო და გადაწყვეტილი მქონდა უმაღლესი განათლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმეღო, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ აქ დამხვდებოდა შესაფერისი გარემო და აკადემიური პერსონალი შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. ვიცოდი, რომ უნივერსიტეტი მომცემდა შესაძლებლობას მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა შიდასაუნივერსიტეტო აქტივობებში და გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები, შემეძინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც […]

უპირველეს ყოვლისა, ვსარგებლობ შემთხვევით და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევასა და ამ საპატიო პოზიციის ღირსეულად დაკავებას გულითადად ვულოცავ ბატონ შალვა კირთაძეს და ვუსურვებ წარმატებებსა და მისთვის ჩვეული შემართებით მოღვაწეობას უნივერსიტეტის შემდგომი წინსვლისათვის. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ავირჩიე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღვნიშნავ, რომ სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან მსურდა, სწავლა გამეგრძელებინა და უმაღლესი განათლება მიმეღო […]

არჩევანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე იმიტომ შევაჩერე, რომ ის იყო და არის დასავლეთ საქართველო ს ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებელი, ჩემი მშობლიური ქალაქის მთავარი საგანმანათლებლო ცენტრი.პროფესიის არცევას რაც შეეხება, ბავშვობიდან მიყვარდა ისტორია და მსურდა ისტორიკოსობა. აქედან ნგამომდინარე, გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ისტორიის მასწავლებელი.ბაკალვრიატის დასრულების შემდეგ დავასრულე მაგისტრატურაც. ამჟამად დასაქმებული ვარ საჯარო სკოლაში და ვარ სასწავლო ნაწილი. ჩემი წარმატებული […]

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდიდარი ისტორიის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც ღირსეულად აგრძელებს დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის სასულიერო აკადემიის გზას. უნივერსიტეტი დაარსდა 1933 წელს და არსებობის 90 წლის მანძილზე არაერთი ღირსეული თაობა აღზარდა. პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა, შესანიშნავი ბიბლიოთეკა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფაქტორებისა, რომლებმაც შეაპირობა ჩემი არჩევანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. […]

გიორგი გოგიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. “ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციას ვიკავებ. ასევე, ვარ გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უმცროსი ექიმი. არის პროფესიები, რომელთა გარეშეც კაცობრიობის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა – მათგან პირველი ექიმობაა. ექიმის პროფესია უფრო მეტია ვიდრე კონკრეტული ქმედებების, უნარებისა და ცოდნის სწავლება. ეს არის ადამიანის მოწოდება, მისი მიზანი და ადგილი […]

პაპუნა ჩიქოვანი – ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგი. „ჩემი ინტერესი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მიმართ ბავშვობიდან მოდის. მამა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, წლების მანძილზე მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხნის გენერალურ დირექტორად, სადაც ამზადებდნენ სხვადასხვა ხილის კონცენტრატს ევროპაში გასატანად. ამის დამსახურებით საკმაოდ კარგი აპარატურა გვქონდა სახლში და ალკოჰოლური სასმელების მიმართ ჩემი ინტერესი, ალბათ მამის ფაქტორმა და იმ […]

ვარლამ მინდელი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების მაგისტრი კომპიუტერულ მეცნიერებებში. ამჟამად, დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი. “ფიზიკა -მათემატიკური სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიის მისაღებად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯში სწავლა ერთდროულად გავაგრძელე. იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი სასწავლებლები უფრო თეორიულ ცოდნას გვთავაზობენ, პროფესიული კოლეჯები კი პრაქტიკულ გამოცდილებას, გადავწყვიტე ორივე გზა გამომეყენებინა კვალიფიციური პროფესიული განათლების […]

ირაკლი ვაჩიბერაძე – ჟურნალისტი ერთ წელზე მეტია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კორესპონდენტი ვარ. 16 ქალაქი და 500 მეტი სოფელი – ეს ის არეალია, რომელიც ჩემს ბიუროში შედის. სწორედ ამ პერიმეტრის მონიტორიგნი მევალება ყოველდღიურად. ვმუშაობ არხზე, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს პირველი მოვლენათა განვითარების ეპიცენტრში და მაყურებელს დროული და გადამოწმებული ინფორმაცია სხვაზე ადრე […]